გურჯაანის სოფელ ვაზისუბნიდან 2 თვის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა პოლიციამ დღეს იპოვა. როგორც შსს- ში აცხადებენ, სამართალდამცველებმა გიორგი დარჩიაშვილს თბილისში, გრიგოლ ხანძთელის მამათა მონასტერში მიაკვლიეს. ის თავს კარგად გრძნობს და საკუთარ სახლში უკვე დაბრუნდა.
ოჯახი და პოლიცია 24 წლის ახალგაზრდაs გასული წლის ნოემბრიდან ეძებდა.