სინამდვილეში თევზებს შორის ყველაზე დიდი არა 15 მ სიგრძის “ვეშაპისებრი ზვიგენია”, რომელიც პლანქტონით იკვებება, არამედ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის მკვიდრი უზარმაზარი “გრენლანდიური ზვიგენი” – ეს მონსტრი სიგრძით 23 მ-ს აღწევს, რაც “დიდი თეთრი ზვიგენის” სიგრძეს 3-ჯერ აღემატება.
იგი არქტიკული ყინულების ქვეშ 600 მ სიღრმეზე ბინადრობს, 200 წელიწადს ცოცხლობს და რაც მთავარია, თეთრ დათვებზე ნადირობს!
ამ ზვიგენისთვის ჩვეული გარემოს ტემპერატურა 1 გრადუსია. ადამიანთან კონტაქტი მას თითქმის არ უწევს და მყვინთავს მიახლოების უფლებას აძლევს, თუმცა ეს ძალიან საშიშია.
სხვათა შორის, ისლანდიისა და გრენლანდიის მცხოვრებლები საუკუნეების განმავლობაში ნადირობდნენ ამ მოუხელთებელ გოლიათზე, რომლის ხორცით ეროვნულ კერძებს ამზადებდნენ, კბილებს კი მჭრელ ინსტრუმენტებად იყენებდნენ.