მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სასამართლოში გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი დაცვის მხარემ დააყენა. მიზეზად აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა და აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. მას 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.
ოთარ აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, 2017 წლის მაისში მერიის მაღაჩინოსანი საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.