აჭარის უმაღლესი საბჭო ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებს გეგმავს. ცვლილებების პროექტის კონკრეტულ დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ.
„კონკრეტულად რა ცვლილებები იგეგმება, ამის შესახებ ინფორმაციას, სავარაუდოდ, ხვალ გამოვაქვეყნებთ. ცვლილებამდე იგეგმება ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვები“, – განაცხადა უმაღლესი საბჭოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ.
დღეს უმაღლეს საბჭოში სპეციალური საორგანიზაციო კომისიას დაამტკიცებენ, რომელიც რეგიონში კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვებს ორგანიზაციას გაუწევს. კომისიაში უმაღლესი საბჭოს დეპუტატები შეიყვანეს როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან. კომისიაში არიან ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვა საია-ს აჭარის ორგანიზაციამ.