ოლიმპიური კომიტეტის გურიის ორგანიზაციამ სპორტსმენები დააჯილდოვა. ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეებს ოზურგეთში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
გურიიდან სამმა მოჭიდავენ ოქროს მედალი, ერთმა _ ვერცხლი და სამმა _ ბრინჯაო მოიპოვა. როგორც კომიტეტში განაცხადეს, ყველაზე კარგი შედეგი ჩემპიონატში სწორედ ოზურგეთმა აჩვენა. ჩემპიონატი 8 -10 იანვარს თბილისში გაიმართა.