სერბი პოლიტიკოსი, ოლივერ ივანოვიჩი, კოსოვოს ქალაქ მიტროვიცაში პარტიის ოფისთან მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსს გულმკერდის არეში 4-ჯერ ესროლეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა ვერ გადაარჩინეს.
როგორც ცნობილია, მომხდარის გამო სერბეთის მთავრობის დელეგაციამ ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით კოსოვოს ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებები დატოვა.
„ეს არის კრიმინალი და ტერორისტული აქტი, დამნაშავე დაისჯება“, _ განაცხადა სერბეთის დელეგატმა, მარკო ჯურიჩმა.
როგორც ცნობილია, კოსოვო ეთნიკურად გაყოფილია. რაც შეეხება ქალაქ მიტროვიცას, მის ჩრდილოეთ ნაწილს კოსოვო, ხოლო სამხრეთს ალბანური კოსოვო მართავს.