მსახიობი ჯესიკა ფალკჰოლტი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა 26 დეკემბერს ახალ სამხრეთ უელსში მოხდა, რასაც მსახიობის მშობლები და და ემსხვერპლნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეორე ავტომობილის მძღოლიც დაიღუპა.
მომხდარს ავსტრალიის პოლიცია იძიებს.
როგორც ცნობილია, 29 წლის ჯესიკა ფალკჰოლტი Home and Away-ში ჰოუპ მორისონის როლს ასრულებდა.