კოპაკაბანას სანაპიროზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, ბავშვი კი დაიღუპა.
პოლიციის თქმით, მძღოლს, სავარაუდოდ, ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა.
როგორც ცნობილია, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.