ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ზიმბაბველი პოლიტიკოსი, ოპოზიციონერი ლიდერი როი ბენეტი მეუღლესთან ერთად დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ვერტმფრენის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი 3 ადამიანიც ემსხვერპლა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ვერტმფრენი ნიუ მექსიკოში ოთხშაბათს ჩამოვარდა, თუმცა, ხელისუფლებამ პოლიტიკოსის დაღუპვა ხუთშაბათს დაადასტურა.
ამ დროისთვის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია.