„პანდამ რო არ იკადრა, ის ქნეს _ ნათლისღებას ჩამოკრეს. ყოჩაღ, სტრასბურგში გამოიყენოს იქნებ მთავრობამ რ2-ის წინააღმდეგ – მარტო ჩვენი ნარატივი არაა, აგერ საპარლამენტო უმცირესობაც იგივეს ამბობსო“, _ ასე ეხმაურება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ „ფეიბუქში“ „ევროპული საქართველოს“ განცხადებას.
„ევროპული საქართველოს“ განცხადების მიხედვით, „კურიერში“ NDI-ის კვლევის შესახებ მომზადებული სიუჟეტის საავტორო ტექსტი მცდარ ფაქტებზე დაყრდნობით იყო დაწერილი.