უბედური შემთხვევა მოხდა მარნეულში. 12 წლის ბიჭს მატარებელი შეეჯახა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბიჭი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.