შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.ტ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, 4 არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – 1984 წელს დაბადებულ ხ.მ.-ს და სიდედრს – 1967 წელს დაბადებულ მ.ჯ.-ს. დაზარალებულმა ხ.მ.-მ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
ასევე, დადგინდა, რომ გ.ტ.-მ ანალოგიური ქმედება წარსულშიც არაერთხელ ჩაიდინა.
გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.