ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეს მანდატურმა პნევმატური იარაღი უპოვა.
როგორც გვითხრეს, იარაღი, რომლის ტარებასაც უფლება არ ჭირდება არასრულწლოვანს უკვე ჩამოართვა პოლიციამ.
მეორე საჯარო სკოლის დირექტორის ფატი სიორიძის თქმით, შემთხვევა 22 იანვარს მოხდა.
_ როგორც ვიცი, მეათე კლასის მოსწავლეს მანდატურმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა უცხო ნივთი. ჩამოართვა, გამოიძახა მშობელი და ამის შემდეგ გახორციელდა შესაბამისი ქმედებები, _აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ფატი სიორიძემ.