
როგორც გვითხრეს, იარაღი, რომლის ტარებასაც უფლება არ ჭირდება არასრულწლოვანს უკვე ჩამოართვა პოლიციამ.
მეორე საჯარო სკოლის დირექტორის ფატი სიორიძის თქმით, შემთხვევა 22 იანვარს მოხდა.
_ როგორც ვიცი, მეათე კლასის მოსწავლეს მანდატურმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა უცხო ნივთი. ჩამოართვა, გამოიძახა მშობელი და ამის შემდეგ გახორციელდა შესაბამისი ქმედებები, _აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ფატი სიორიძემ.