საჭირო მასალა: ერთი კგ უძვლო ღორის ხორცი. დავჭრათ ლუკმის ტოლ ზომებად. დავაყაროთ ცოტა მარილი, წვრილად დაჭრილი ხახვი, კარგად ავურიოთ და ცხელ “ჟარონაზე”, რომელზეც ზეთია დასხმული, დავალაგოთ, შევდგათ აირღუმელში შესაწვავად.
ცალკე ავიღოთ ჯამი, ჩავასხათ 200 გრამი არაჟანი, ოდნავ მარილი, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ერთი კონა ქინძი, წიწაკა გემოვნებით, ავურიოთ კარგად. შემდეგ შემწვარი ხორცი გამოვიღოთ, ჩავალაგოთ მომზადებულ სითხეში, წამოვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. 5 წუთის შემდეგ გადმოვდგათ. თუ გვექნება, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ტარხუნა ან პიტნა.