ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მარშალ ფაჰიმის სახელობის სამხედრო აკადემიაზე თავდასხმა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ინფორმაციას ამის შესახებ NPR-ი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 9 ადამიანი, ასევე დაჭრილია რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე.
თავდასხმაში სულ ხუთი ტერორისტი მონაწილეობდა, მათგან ორმხრივ სროლებში სამი დაიღუპა, ხოლო ერთი დააკავეს. ბოლო დროს ქვეყანაში ტერაქტებს „ისლამური სახელმწიფო“ და „თალიბანი“ აწყობენ.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დიპლომატიურ უბანში 27 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად 95 ადამიანი დაიღუპა და 191 დაშავდა. აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა დანაღმული მანქანით მოაწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა” აიღო.