ავღანეთის დედაქალაქში სამხედრო პოსტზე თავდასხმა განხორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 11 ჯარისკაცი დაიღუპა, 16 სამხედრო კი, რომლებიც მთავარ სამხედრო აკადემიასთან რეიდს ახორციელებდნენ დაშავდა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 4 „ბოევიკი“ მოკლულია, ხოლო 1 დაიჭირეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამ თვეში ქაბულში „თალიბანის“ და „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ თავდასხმების შემთხვევები გაიზარდა.
ეს უკვე 1 კვირაში მომხდარი მეხუთე თავდასხმაა.
როგორც ცნობილია, შაბათს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.