ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი ,,Heritage Foundation“ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება.
როგორც იან კელი აცხადებს, საქართველო არის სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები კი მხარს უჭერს მის ნატოში გაწევრიანებას, თუმცა, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს.
,,ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს მტკიცე მხარდაჭერა იმისთვისაა, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს ნატოში წევრობამ, შეიძლება რუსეთის გაღიზიანება გამოიწვიოს. თუმცა, საქართველო არის სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა. მან თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რა სურს და არ უნდა იყოს სხვა ქვეყანაზე დამოკიდებული. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს, მხარს ვუჭერთ მის სუვერენულ გადაწყვეტილებას, მოიქცეს ისე, როგორც მას სურს“ ,_ აცხადებს კელი.