თბილისში ორი მოსწავლე რამდენიმე საათის წინ დაჭრეს. ორივე მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მიყვანილი.
როგორც “გურია ნიუსს” უთხრეს, დაჭრილი მოზარდები 35-ე სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები არიან.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა _ მას ფილტვში აქვს ჭრილობა მიყენებული.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარზე ჯერ კომენტარს არ აკეთებენ შინაგამ საქმეთა სამინისტროში.