ბასილეთის საჯარო სკოლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი, აფხაზეთში დაღუპული გურამ უჯმაჯურიძის სახელი მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება, გასულ კვირას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ერთხმად მიიღეს.
საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის თქმით, თებერვალში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო კიდევ რამდენიმე მსგავს საკითხზე იმსჯელებს: _ ჩვენ გვყავდა პიროვნებები, რომლებმაც ჩოხატაური არაერთჯერ ასახელეს. მათი სახელები არასდროს არ უნდა დავივიწყოთ და ჩვენთვისვე იქნება დიდი პატივი, რომ სხვადასხვა დაწესებულებებს რაიონის სახელოვანი ადამიანების სახელები მივანიჭოთ, _ განაცხადა ზაალ მამალაძემ.