დღეს, გამთენიისას, ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში სამგზავრო ჩქაროსნული მატარებელი ქალს დაეჯახა. 78 წლის ლაურა გაბელაია საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი შემთხვევის ადგილთან ახლოს ცხოვრობდა და მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია. ცენტრალურ რკინიგზის მაგისტრალზე რამდნეიმე წუთით შეფერხდა მოძრაობაც.
გამოძიება რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდიანრეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.