სოფელ ჰოიერსდორფში, საქსონიის ყველაზე ძველი ეკლესიის ქვეშ, რომელიც 1258 წელსაა აგებული, ქვანახშირის საბადო აღმოაჩინეს, ამიტომ მისი ბერნში გადატანა გადაწყდა.
ეკლესია 833-ტონიანია, მისი სიმაღლე 19,6 მ, სიგრძე კი 14,5 მ გახლავთ.
შენობა სპეციალური მტკიცე “არტახებით” შეკრეს, გზაზე კი სატვირთო კოლონას ელექტრიკოსთა ბრიგადაც მიჰყვებოდა ამწით, რადგან ეკლესიის ტრანსპორტირებას მაღალი ძაბვის ანძების ნაწილობრივ დაშლა და აწევა დასჭირდა.