სამართალდამცავებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას UKRANEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო, რასაც შეტაკებები მოყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ მომიტინგეებს შორის ერთ-ერთი ყოფილი ჯარისკაცი იური ტიბენკოა.
მაუწყებლის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის ასობით მომხრე შეიკრიბა და მათი რაოდენობა იზრდება.
მათი რიცხვის მატებასთან ერთად იზრდება ასევე სამართალდამცველების რაოდენობა.