ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადების ფაქტზე, ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ საამქროში ამზადებდა სხვადასხვა დასახელების სუნელს, რისთვისაც იყენებდა მცენარეებს და საღებავებს, მათ შორის არასაკვები დანიშნულების აზო-საღებავს „სუდან 1“-ს, რომელიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.”