ლანჩხუთის მერია ჩიბათის საჯარო სკოლის მიერ ინიცირებულ პროექტს _ “შეჭამე ბოსტნეული და არა შენი თანაკლასელი” 2018 წლის სოცკულტურული პროგრამების ფარგლებში დააფინანსებს.
ამ პროექტის თანადაფინანსებისთვის ლანჩხუთის მერიას წერილობით მიმდინარე წლის ექვს თებერვალს მიმართა ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგმა ვლადიმერ აფხაზავამ.
აღნიშნულ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებს შორის ძალადობისა და ბულინგის პრევენციას, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლა ჩაერთვება.