როგორც “გურია ნიუსს” აცნობეს, მეტრო მარჯანიშვილზე შეინიშნებოდა კვამლი.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გვითხრეს, მეტროსადგურზე ესკალატორი გაფუჭდა.
“მეტროსადგურზე ესკალატორი გაფუჭდა, რის გამოც ცოტა ხნით გამოირთო, თუმცა, მგზავრებს ესკალატორზე ფეხით გადაადგილება შეეძლოთ”.
მისი თქმით, მეტრო “მარჯანიშვილზე” დაკვამლიანება არ ყოფილა. არამედ იდგა სპეციფიკური სუნი, რაც ესკალატორის ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.“
“სპეციალურმა ჯგუფმა ტექნიკური შეფერხების აღმოფხვრა რამდენიმე წუთში შეძლო და ამჟამად მეტრო მარჯანიშვილში ესკალატორით 2 ვე მიმართულებით გადაადგილებაა შესაძლებელი”, _ გვითხრეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.