სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაისში 15 წლის მოზარდი მიტოვებული შენობიდან გადმოვარდა.
სასწრაფო დახმარების მანქანამ ის თავის ქალის ტრავმით ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმის ინფორმაციით, 15 წლის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მიმდინარეობს გამოძიება.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.