მმართველი გუნდის წევრი პაატა მხეიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს უახლოეს მომავალში დაიწყებს და საზოგადოებაც მალევე შეიტყობს, თუ ვინ იქნება მმართველი გუნდის კანდიდატი. მხეიძე ჩვენთან საუბრისას არ აკონკრეტებს ,შეჩერდება თუ არა “ოცნების” არჩევანი იუსტიციის ამჟამინდელ მინისტრ თეა წულუკიანზე.
“ჯერჯერობით, ვერ ვადასტურებ თეა წულუკიანის კანდიდატურას. ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები უახლოეს მომავალში დაიწყება და შესაბამისად, საზოგადოებაც მალევე გაიგეს ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ. ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ცნობილია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები უახლოეს მომავალში დაიწყება. მინდა გითხრათ, რომ გვეყოლება ერთი ძლიერი, განვითარებული, განათლებული და გონიერი პრეზიდენტობის კანდიდატი. რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატად ქალი პრეზიდენტის დასახელებას, ჩვენს გუნდში გენდერული თვალსაზრისით სული თანასწორობაა, ამიტომ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს”, _ გვითხრა მხეიძემ.
შეგახსენებთ, 2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ამომრჩეველი პრეზიდენტს ერთჯერადად, 4-წლის ვადით აირჩევს. ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, სადაც გადაწყვეტილებას პრეზიდენტის არჩევაზე ამომრჩეველი მიიღებს.