გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 – 7 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი.
“ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი – სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია +17, +22 გრადუსის ფარგლებში. აღმოსავლეთ საქართველოში 6 მარტს +7, +12, ხოლო 7 მარტს +12, +17 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 6 მარტს +9, +11 გრადუსი იქნება, 7 მარტს +15, +17 გრადუსამდე დათბება”, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.