ავღანეთში, ჯალალაბადის ცენტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია სასულიერო პირი და მისი პირადი მცველი. აფეთქების შედეგად დაშავდა 16 ადამიანი.
მედიისვე ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ფეხით გადაადგილდებოდა. ის კონკრეტულ სამიზნეს ელოდებოდა. როგორც კი სასულიერო პირის მანქანა გაჩერდა. ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ მასინ აამოქმედა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.