7 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინეული ექვსი საკითხი ერთად წარმოადგინეს და კენჭი სათითაოდ უყარეს. ეს შეეხებოდა ოზურგეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტების სახელდების წესის დამტკიცებას, რითაც დეპუტატებმა ხმა მისცეს შემდეგ სოფლებში ქუჩებისთვის სახელის მინიჭებას:
ლიხურში ამიერიდან ნომერ პირველი ქუჩა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის იქნება. ნატანების მთავარ ქუჩას „შეკვეთილის“ სახელი დაერქმევა, გურიანთის ნომერ მეექვსე ქუჩას თამაზ მალაზონიას სახლი მიენიჭა, ლაითურში ერთ-ერთ ქუჩას ჯემალ დუმბაძის, ხოლო ჯუმათის მთავარ ქუჩას „მონასტრის“ სახელი ეწოდა.
რაც შეეხება ზღვისპირეთს, ურეკში ზღვის სანაპიროზე გასასვლელს, რომელიც ადმინისტრაციულ ერთეულს ეკუთვნის, ნიკოლოზ ქარცივაძის სახელი მიენიჭა.
გამომდინარე აქედან, საკრებულომ ძალადაკარგულად გამოაცხადა 2015 წლის 31 აგვისტოს დადგენილება, რომლის საფუძველზეც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აღნიშნულ სოფლებში ქუჩები იყო ცნობილი.