ხმაურია აქციაზე “მე ვარ ქალი – აღიარე!” რომელსაც ტრანსგენდერი ქალები მართავენ.
ტრანსგენდერი ქალები იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ და სქესის შეცვლის რპოცედურის გამარტივებას ითხოვენ. ტრანსგენდერი ქალების განცხადებით დამამცირებელია და არა ჰუმანურია ის ნორმები, რომელიც ტრანსგენდერი ქალების კასტრაციას ავალდებულებს.
ამ აქციის პარალელურად მიმდინარეობს კონტრაქცია, რომლის მონაწილემაც ტრანსგენდერ ქალებს კვერცხები ესროლა. ის პოლიციამ დააკავა.
„თავზე ჩამოგაცვეს ეგ ვარდისფერი კოლგოტკები. მრცხვენია თქვენი…,“-სკანდირებდა დაკავებული მამაკაცი.
რაც შეეხება ტრანსგენდერ ქალს, ისინი ითხოვენ,რომ სქესის შეცვლის გარეშე მატ პირადობის მოწმობაში ჩაიწეროს ქალი.
„ჩვენ მოვითხოვთ პირადობაში სქესის შეცვლის ჩანაწერს გენდერული დისფორიისსაბუთის გაცემის საფუძველზე. ეს პრაქტიკა დანერგილია ევროპაში,“-განაცხადა გაბრიელა როსკიპოვამ.
იურისტი, საერთაშორისო საჯარო სამართლის დოქტორანტი ბაია პატარაია განმარტავს, რომ ტრანსგენდერ ქალებს სახელმწიფო ავალდებულებს, რომ სტერილიზაციას და იძულებით ოპერაციის გაკეთებას რაც ძალიან ძვირი ღირს და არც ერთი სადაზღვევო კომპანია არ ანაზღაურებს.