ბათუმში, ახალი ბულვარი ტერიტორიაზე, ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 112-ის ცხელ ხაზზე მოქალაქემ დარეკა და განაცხადა, რომ “აკვაპარკის” ტერიტორიაზე, სანაპიროზე, ახალშობილის ცხედარი ნახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, საქმე 112-ე მუხლით აღიძრა, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.