ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შსს გურიის საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომელს გადამოწმებისას მარიხუანას მოხმარება დაუდგინდა _ შემოწმების დროს, ის აღნიშნული ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
მას ჩვენი ინფორმაციით, მას ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება და სამსახურს დატოვებს.
გურიის საპატრულო პოლიციის უფროსი აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას უარყოფს, შსს პრესსამსახურში კი გვეუბნებიან, რომ ინფორმაციის გადამოწმებისთვის დრო სჭირდებათ.
ჩვენ შსს-ს ოფიციალურ კომენტარს ამ საკითხზე მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.