საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ,,პარტრიოტთა ალიანისის“ წევრი ემზარ კვიციანი წინადადებით გამოდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილს გმირის წოდება მიენიჭოს.
,,კიდევ ერთელ ვუსვამ ხაზს, მაინტერესებს როგორ მოხდა ტატუნაშვილი მოწინააღმდეგის ხელში და აგებს თუ არა პასუხს ამაზე უსაფრთხეობის სამსხური. გახსოვთ, ალბათ, გატაცებები ხდებოდა ამ 13 -14 წლის განმავლობაში ზუგდიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. პარტიზანული ჯგუფები არსებობდა იყო საქართველოსა აფხაზეთის მხრიდან. როგორც კი გათბებოდა ურთიერთობები აფხაზებსა და ქართველებს შორის ეგრევე ხდებოდა პარტიზანული მოქმედებები. არიან ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან არასოდეს შევრიგდეთ აფხაზებთან და ოსებთან. ტატუნაშვილი, ფაქტობრივად, შეეწირა ამ ურთიერთობის გათბობას, ამიტომ მაქვს წინადადება, რომ არჩილ ტატუნაშვილს მიენიჭოს საქართველოს გმირის წოდება“,_განაცხადა კვიციანმა.