ლანჩხუთის მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლამ პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის პოეზიის საღამოს უმასპინძლა, რომლის მთავარი ლაიტ-მოტივიც გახლდათ _ „საუბარი სურს პოეტს ჟინიანს“.
საღამოს გამართვის ინიციატორი და სულისჩამდგმელი იყო, პროფესიიით ექიმი, ხელოვნების მოტრფიალე ქეთევან ლიპარტელიანი, რომელმაც შეძლო და არსებული საკმაოდ მწირი მასალიდან საკმაოდ ლამაზი და წარმატებული საღამო აჩუქა სამუსიკო სკოლის დარბაზში მყოფ მსმენელს. ორ საათზე მეტ ხანს ისმენდა პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის საღამოზე მყოფ მსმენელი საოცარ ლექსებსა და ამბებს, რომელიც პოეტის შემოქმედებას ეძღვნებოდა.