ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ერთ-ერთი საკითხის განხილვას, რომელიც აფხაზურ ენას უკავშირდება ,,პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი წევრის ადა მარშანიას გაღიზიანება გამოიწვია. მარშანიამ პარლამენტის თავმჯდომარეს “უმწიფარი თავმჯდომარე” უწოდა.
,,აფხაზების გარეშე თქვენ თუ არ გინდათ არაფერი შეცვალოთ, საერთოდ ამოიღეთ აფხაზური ენა ამ მუხლიდან და რაც მე არგუმენტი მოვისმინე, თუ რატომ არ გინდათ ამ რედაქციის გაკეთება _ არ მინდა გავაჟღერო, იცით, რატომ? აქ ჩემი სამშობლოა და არ მინდა დავაზიანო ჩემი განცხადებით.
საფუძველიც მაქვს დიდი უნდობლობა გამოგიცხადოთ და საერთოდ, იმპიჩმენტის პროცედურა დავიწყოთ პარლამენტში თქვენ წინააღმდეგ . დაიცავით კბილებით უმწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე. ძალიან ადრეა მისთვის პარლამენტის თავმჯდომარეობა“, _ განაცხადა მარშანიამ.