მამალი: თავის მოვალეობად მიიჩნევს ყოველ დღე მოგწეროს „დილა მშვიდობისა“.
დამალული: არაფერს არ წერს, არაფერს აკომენტირებს. არაფერს არ ალაიქებს… მაგრამ კითხულობს ყველაფერს.
მის პოპულარობა: მას 4357 მეგობარი ჰყავს რაღაც გაუგებარი მიზეზის გამო.
გეიმერი: ის თამაშობს მაფიას, ცივილიზაციას, მხიარულ ფერმას და სხვა თამაშებს მთელი დღის განმავლობაში.
ემო: ვერ იტანს თავის ცხოვრებას. ამის მიხვედრა მათი მოღუშული პასუხებით შეიძლება.
პრომოუთერი: მუდამ გიგზავნით მოწვევებს გაუგებარია სად, რომელთაც თქვენ ყოველთვის აიგნორებთ.
ქურდი: იპარავს ახალ სტატუსებს და სხვის პოსტებს.
დრამის დედოფალი: მუდამ წერს პოსტებს სტილში: “ღმერთო ჩემო არ მჯერა, რომ ეს მე დამემართა”, იმ იმედით, რომ ვინმე ჰკითხავს რა მოხდა. კითხვაზე კი პასუხობს: “არ მინდა მაგაზე საუბარი”.
სიახლე: მუდამ ატყობინებს ყველას, რას აკეთებს ან რისი გაკეთება უნდა, მიუხედავად იმისა მნიშვნელოვანია ეს თუ არა.
ლაიქერი: არასოდეს არაფერს წერს, სამაგიეროდ, ყველაფერს ალაიქებს.