თევზი, რომელმაც ყველაზე დიდხანს იცოცხლა – ევროპული გველთევზა, სახელად პატი. დაიღუპა 88 წლის ასაკში, 1948 წელს. ცხოვრობდა აკვარიუმში შვეციაში, ჰელინსბორგის მუზეუმში. დაიჭირეს 1860 წელს სარგასის ზღვაში, დაახლოებით 3 წლის ასაკში.
ყველაზე სწრაფ თევზად მსოფლიოში ითვლება იალქნოსანი. აშშ-ში, ფლორიდაში თევსაჭერ ბანაკში ჩატარებული ექსპერიმენტის წყალობით დადგინდა მისი სისწრაფე: იალქნოსანი თევზი საათში 109კმ.სიჩქარეს ანვითარებს.
მსოფლიოში ყველაზე დიდი თევზი ვეშაპისებრი ზვიგენია, რომელიც ბინადრობს წყნარ, ინდოეთის და ატლანტიკის ოკეანეებში. ჯერჯერობით ამ სახეობის თევზის ყველაზე დიდი ეგზემპლიარი დაჭერილი იქნა 1949 წლის 11 ნოემბერს პაკისტანში. მისი სიგრძე 12, 65 მეტრი იყო, ხოლო სიგანეში თევზის ყველაზე მსხვილი ნაწილი 7 მეტრი.
ყველაზე დაუნდობელი და სახიფათო თევზი პირანიაა.ის ძირითადად ბინადრობს სამხრეთ ამერიკის მდინარეებში. ისინი ჯგუფურად ესხმიან თავს მსხვერპლს, მნიშვნელობა არა აქვს სახეობასა და ზომას. 1981 წელს ბრაზილიაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ჩაძირული გემის 300 მგზავრი წყალში მოხვდა და ყველა პირანიის მსხვერპლი შეიქმნა.
თევზი, რომელსაც ხეზე ასვლა შეუძლია, სამხრეთ აზიაში ბინადრობს. მისი სახელია ანაბასი, მას მეორენაირად თევზ-მცოცავსაც უწოდებენ. ის არა მარტო ხეზე ადის, არამედ ერთადერთი თევზია, რომელსაც ხმელეთზე გამოსვლა შეუძლია.