ლუქსემბურგმა რუსეთიდან ელჩი გაიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთიდან ელჩის გაწვევა დიდ ბრიტანეთში, ყოფილ რუს ჯაშუშზე, სკრიპალსა და მის ქალიშვილზე ნერვული აგენტით გახორციელებულ თავდასხმას უკავშირდება.
„ლუქსემბურგის ხელისუფლება გმობს თავდასხმებს და ეთანხმება გაერთიანებულ სამეფოს ანალიზს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია ამ ქმედებაზე და არ არსებობს სხვა დამაჯერებელი ახსნა. საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვიტა მოსკოვში ლუქსემბურგის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვიოს“, _ ნათქვამია ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.