სასტუმრო, რომელიც საფრანგეთის სამხრეთით მდებარეობს სულ რამდენიმე ნომრისგან შედგება და წამოადგენს გამჭირვალე, გასაბერ კაფსულა-ნახევარსფეროს. თითოეული ასეთი კონსტრუქცია აღჭურვილია: 4 მეტრი დიამეტრით და 3 მეტრი სიმაღლით, მოხეხებული შესასვლელით და ხის იატაკით.
თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გუმბათი არის ელასტიური, გამჭირვალე მასალისგან, რომელიც ფორმას არ კარგავს.
გამჭირვალე მასალა დღისით მზის ულტრაისფერი სხივებისგან გიცავთ, ხოლო ღამით გაძლევთ საშუალებას უყუროთ თქვენს თავზე ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და დატკბეთ ამ სანახაობით. ხოლო თუ მოისურვებთ ტელესკოპსაც და თანავარსკვლავედის რუკასაც მოგართმევენ.
თქვენს განკარგულებაშია, როგორც ერთსაწოლიანი ოთახები ასევე ორსაწოლიანი ახლად დაქორწინებული წყვილებისათვის, უზარმაზარი საწოლით. რასაკვირველია ნომერში შედის ტუალეტი და აბაზანა.
ხოლო სასტუმროს ტერიტორიაზეა – ბარი, რესტორანი, ჯაკუზი და მასაჟის ცენტრი. ეს სიამოვნება სულ რაღაც დღეში 100დან – 300 ევრომდე ღირს.