როდესაც ადამიანი შეყვარებულია, ნეირონების ჯაჭვი, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე რეაგირებს, ითრგუნება. ამიტომაცაა, რომ შეყვარებული ადამიანი ყურადღებას არ აქცევს მეგობრებისა და ახლობლების მიერ გამოთქმულ აზრს თავისი სიყვარულის მიმართ.
ზოგი ადამიანი, რომელიც ირწმუნება, რომ ცხოვრებაში არასოდეს ყვარებია, ძალზე იშვიათი დაავადებით ჰიპოპიტუიტარიზმით ავადდება. ეს არის დაავადება, რომელიც ადამიანს არ აძლევს საშუალებას, იგრძნოს სასიყვარულო ემოციები.
თუ ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ექსტრემალურ სიტუაციაში შეხვდნენ, მეტი ალბათობაა, რომ ერთმანეთი შეუყვარდეთ.
ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ადამიანები ხშირად მათ ირჩევენ ცხოვრების თანამგზავრად, ვინც რაღაცით რომელიმე მშობელს მოაგონებს.