ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, მე-7 საჯარო სკოლის ტერიტორიიდან დაჭრილი არასრულწლოვანი გადაიყვანეს. მათივე ინფორმაციით, მოზარდს ფეხის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. მოზარდი ამბობს, რომ ის წაიქცა და არ დაუჭრიათ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. „დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, ისიც არასრულწლოვანია“.
დაჭრილი მოზარდი ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა, დაახლოებით, ორი საათის წინ მოხდა.