ჩანდრა ბაჰადურ ჩანგი ნეპალის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, ის 72 წლისაა და მისი სიმაღლეა 56 სმ-ია.
ის ყველაზე პატარა მამაკაცად მიიჩნევა მთელ მსოფლიოში. მას მალე შეიტანენ გინესის რეკორდების წიგნში.
თავად განაცხადა, რომ სხვა რამითაც სურს გინესის რეკორდში შესვლა, აპირებს ყველაზე დიდხანს იცოცხლოს, რაზეც მედიკოსების დასკვნაც მიუთითებს. მათი თქმით ამ ადამიანს არაფერი არ აწუხებს და სრულად ჯანმრთელია.
მაგრამ მაინც გასაკვირი და უცნაურია, ის ფაქტი, რომ ასეთი სიმაღლის მქონე ადამიანები ასეთ ასაკს იშვიათად აღწევენ.
აქამდე მსოფლიოში ყველაზე დაბალი მამაკაცის ტიტული 60 სმ სიმაღლის ფილიპინელ ჯანრე ბალაუინს ეკავა.