მმართველი გუნდის წევრი დავით ჭიჭინაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ,,ქართულ ოცნებაში“ ე.წ. პორტირებულ დეპუტატებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა უჩნდება. მისი თქმით, ასეთი დეპუტატები ე.წ. ძველების დეპუტატებისგან განსხავებით, სხვა იდეოლოგიის მატარებლები არიან, რაც არა ერთხელ გამოიკვეთა.
,,დეპუტატთა ნაწილი და მათ შორის, მეც ,,ქართულ ოცნებაში“ 2012 წლიდან ვართ და გუნდში გვყავს პორტირებული დეპუტატები, ამ პორტირებულ დეპუტატებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება. თუნდაც ის, რომ ჩვენი იდეოლოგიური ხედვაც კი განსხვავებულია, რაც ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებაში იკვეთება. თუ სიას გადავხედავთ, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას ბევრმა ისეთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რომლებსაც სიღრმისეულად არ განუხილავთ ეს საკითხი და ალბათ, როგორც ჩვეულებრივ, რიგით საკითხს ისე მიუდგნენ. რაც შეეხება გედევან ფოფხაძეს, ის არის ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა და მან ნამდვილად არ უნდა დატოვოს გუნდი იმ ადამიანების გამო, რომლებმაც ვერ გააცნობიერეს, თუ რატომ დაუჭირეს მხარი ნინია კაკაბაძის კანდიდატურას “, _ გვითრა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, გუშინ ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხდა, რომ მმართველ გუნდს ტოვებს.