ვითარება მსოფლიოში დღითიდღე ქაოტური ხდება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. საერთაშორისო ურთიერთობები გახდება კონსტრუქციული და რა თქმა უნდა მთელი მსოფლიო სისტემა გახდება უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი“,_აღნიშნული განცხადება, RT-ს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვი გააგრძელებს გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების გაძლიერებას, მთლიანად შეასრულებს საერთაშორისო პასუხისმგებლობას და თანამშრომლობას განავითარებს პარტნიორებთან კონსტრუქციულ და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.
პუტინის ამ განცხადებას წინ უძღოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული გამაფრთხილებელი განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ 7 აპრილს,სირიაში მომხდარ ქიმიურ ინციდენტზე სამხედრო რეაგირებას მოახდენს.
ამავე თემაზე: „კატეგორიულად გვინდა რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან აცილება“