საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს. თადუმაძე პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
მანამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას მთავრობის საპარლამენტო მდივანი, შალვა თადუმაძე ასრულებდა.მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, რომელიც ამ თანამდებობას 2012 წლიდან იკავდებდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა.
მან მინისტრი ზურაბ ალავიძე შეცვალა, რომელმაც პოსტი განცხადების საფუძველზე დატოვა. ალავიძეს, როგორც თითონ აცხადებს, კერძო სექტორში დაბრუნება სურს.