გურჯაანში, სოფელ კალაურში შუახნის მამაკაცი მოკლეს. მას თავის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილზე ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებები მიყენებული.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.