შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გვიან ღამით სირიაზე სარაკეტო დარტყმა დაიწყეს. საჰაერო თავდასხმა 50 წუთს გაგრძელდა.
“მე ვუბრძანე შეიარაღბულ ძალებს წერტილოვანი დარტყმები მიიტანონ იმ ობიექტებზე, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს სიერიელი დიქტატორის, ბაშარ ასადის ქიმიურ შეიარაღებას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ეს ბრძანება აღმოსავლეთ ღუტაში აკრძალული იარაღის “მონსტრომის“ გამოყენების პასუხია.
ცოტა მოგვიანებით, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ დარტყმას ერთჯერადი ხასიათი აქვს. უახლოეს მომავალში ახალი დარტყმები არ იგეგმება. პენტაგონის ხელძღვანელი იუწყება, რომ ამ ოპერაციაში გამოყენებულ იქნა ორჯერ მეტი რაკეტა, ვიდრე წინა წელს. ჟურნალისტების კითხვაზე, როდემდე გაგრძელდება დარტყმის პირველი ეტაპი, მატისმა უპასუხა: ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გამოიყენებს თუ არა ასადი ქიმიური იარაღს კიდევ ერთხელ.
პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოზეფ დაფორდმა აღნიშნა, რომ რუსეთი სარაკეტო დარტყმების თაობაზე არ გაუფრთხილებიათ.
სირიაზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება რუსეთის ელჩი შეერთებბულ შტატებში ანატოლი ანტონოვი. „ჩვენ გაგაფრთხილეთ, რომ ასეთი მოქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. მთელი პასუხისმგებლობა ვაშინგტონს, ლონდონს და პარიზს ეკისრება,“-განაცხადა ანტონოვმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ „რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს რა სურს, იაროს ბნელი გზით, თუ შეუერთდეს ცივილიზირებულ სამყაროს.“ ამასთან, ტრამპი რუსეთთან და ირანთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე იმედს გამოთქვამს, თუმცა „ეს შეიძლება მოხდეს ან არ მოხდეს,“-აღნიშნავს ტრამპი.
რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარია ზახაროვა მიმდინარე პროცესს ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება. „აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა სირიაზე დარტყმა მაშინ განახორციელეს, როდესაც ქვეყანას მშვიდობიანი მომავლის შანსი გაუჩნდა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერტ-მინისტრი ტერეზა მეი განმარტავს, რომ დარტყმები სირიაზე დიდი ბრიტანეთის ინტერესებში შედის. „გავეცი ბრძანება ბრიტანულმა არმიამ განახორციელოს კოორდინირებული დარტყმები, იქ სადაც სირიის ხელისუფლება შესაძლოა ქიმიურ იარაღს ინახავდეს.“ მეის თქმით, ოპერაციის მიზანია, სირიის რეჟიმის შეკავება და ყველასთვის ზუსტი სიგნალის მიწოდება, რომ ეს დარტყმები შედის დიდი ბრიტანეთის ინტერესებში, რამდენადაც გაერთიანებული სამეფოს არ შეუძლია დაუშვას ქიმიური იარაღას გამოყენება გახდეს ნორმა სირიაში ან ლონდონის ქუჩებში.
ამავე დროს ტელეარხი „ალ-არაბია“ იუწყება, რომ სირიის ხელისუფლებამ გასულ კვირას ყველა ზომა მიიღო იმისათვის, რათა მოეხდინა ტექნიკის და პირადი შემადგენლობის ევაკუირება იმ აეროდრომებიდან და სამხედრო ბაზებიდან, სადაც პარასკევ ღამიდან შაბათ დილამდე საჰაერო დარტყმები ხორციელდებოდა.
ამავე თემაზე: “ეს შემთხვევა კომუნიკაციით უნდა გადაწყდეს”_ზახაროვა
მოამზადე, რუსეთო“_ აშშ-ს პრეზიდენტი
ვითარება მსოფლიოში დღითიდღე ქაოტური ხდება“_ პუტინი
„კატეგორიულად გვინდა რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან აცილება“
„ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ მივხვდეთ, რა ხდება მიწაზე“ _ ტერეზა მეი