https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დღეს დედაენის დღე აღინიშნება

6:04; 14.04.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

14 აპრილს საქართველოში “დედაენის დღე” აღინიშნება. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

დისიდენტებმა, სტუდენტებმა, ქართული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მასობრივი საპროტესტო შეკრებები და გამოსვლები დიწყეს, რომლის კულმინაციაც 14 აპრილს, თბილისის უნივერსიტეტის ეზოდან რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უზენაესი საბჭოს (ამჟამად პარლამენტის) შენობამდე მოწყობილი მსვლელობა და მრავალათასიანი მიტინგი გახდა. ანალოგიური ვითარება იყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში. ისინი კონსტიტუციაში ქართულის სახელმწიფო ენად გამოცხადებას ითხოვდნენ.

“გაზეთ “კომუნისტში” ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოქვეყნდა. 78-ე მუხლში შედიოდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, მოკავშირე რესპუბლიკების ენებს სახელმწიფო ენის სტატუსი ერთმეოდათ. მუხლი, რომლითაც საქართველოში სახელმწიფო ენა ქართული იყო, კონსტიტუციიდან გააქრეს. ამან არა მხოლოდ ეროვნულ-დისიდენტურ მოძრაობაში ჩართული ადამიანების, არამედ სტუდენტების, ინტელიგენციის პროტესტი და შეშფოთება გამოიწვია. ასე დაიწყო ყველაფერი.

ჩემს ბინაში ხშირად ვიკრიბებოდით ადამიანები, რომლებსაც დისიდენტებს გვიწოდებდნენ, ჩემი თანაკურსელები: გელა ნიკოლაიშვილი, გია ჩხიკვიშვილი, ბადრი ბანძელაძე. პირველივე დღეს, როცა ეს ამბავი შევიტყვეთ, ავთანდილ იმნაძემ, რომელიც ჩვენზე უფროსი იყო, გვითხრა, ამას აუცილებლად მოჰყვება დიდი დემონსტრაციაო.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის გამოქვეყნების შემდეგ, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში იმართებოდა შეკრებები და კონსტიტუციის პროექტს განიხილავდნენ. ამ საკითხზე ადამიანები არ მოერიდნენ უარყოფითი დამოკიდებულების, საკუთარი თვალსაზრისის თამამად გამოხატვას, რაც ხელისუფლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

გარდა ამისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს მივმართეთ პეტიციით, რომელშიც კატეგორიულად ვითხოვდით, ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსი შენარჩუნებოდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქტიურად მუშაობდა უშიშროების სამსახური, გვიბარებდნენ იმ სტუდენტებს, ვინც პეტიციაზე ხელმოწერებს ვაგროვებდით, 11 აპრილს ჩემს ბინაში ჩხრეკაც კი ჩატარდა…

თბილისში ყველამ იცოდა, რომ ეს საკითხი 14 აპრილს, დილიდან უნდა განეხილა საქართველოს უზენაეს საბჭოს და რაკი დრო და ადგილი ცნობილი იყო, ხელისუფლებას ხალხის შეკრებისა შეეშინდა, თუმცა, აქტიურობით უკურეაქცია მიიღო: ყველა დაწესებულების, განსაკუთრებით სკოლის დირექტორებს აფრთხილებდნენ, _ ამ დროს ქუჩაში არავინ ვნახოთო, მაგრამ ახალგაზრდობა ხომ აკრძალული ხილისკენ მეტად ისწრაფვის და გარეთ ისინიც კი გამოვიდნენ, ვისაც დემონსტრაციაზე წასვლა არც კი უფიქრია.

14 აპრილს, დილის 10 საათზე, სტუდენტები უნივერსიტეტთან შევიკრიბეთ, შემდეგ რუსთაველისკენ დაიძრა მსვლელობა, გზადაგზა სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები გვიერთდებოდნენ.

რუსთაველის გამზირი ხალხით იყო გადაჭედილი, რაც იმ დროისთვის უნიკალური მოვლენა იყო, დღემდე მომიტინგეთა სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ: ზოგი _ 50 ათასს, ზოგი _ 70 ათასს. შეკრებილი ხალხი გამოირჩეოდა წესრიგით, აგრესიას არ ამჟღავნებდა, ამასთანავე, ყველას გადაწყვეტილი გვქონდა, სასურველი შედეგის მიღებამდე რუსთაველის პროსპექტი არ დაგვეტოვებინა.

ლიდერებმა სწორი ტაქტიკა აირჩიეს იმითაც, როცა თქვეს: გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი მოთხოვნები, თუნდაც პოლიტპატიმრების საკითხი (იმხანად მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია დაპატიმრებულები იყვნენ _ ნ.კ.), მაგრამ ამჯერად ერთადერთი მოთხოვნა გაქვს: ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის აღდგენაო. და ამ გათვლამ გაამართლა. იმ დღეს ქართველმა საზოგადოებამ დიდი გონიერება გამოიჩინა, თუმცა, ცხადია, ვიცოდით, რომ შეიძლება ესროლათ კიდეც _ უფროს თაობას კარგად ახსოვდა 1956 წლის 9 მარტი.

უმაღლესი საბჭოს სესიის მიმდინარეობისას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მომიტინგეების წინაშე ედუარდ შევარდნაძე გამოვიდა და 78-ე მუხლის შუალედური ვარიანტი შემოგვთავაზა, რაც იქ მდგომი ადამიანებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ნათელი იყო, რომ ხალხი კომპრომისზე წასვლას არ აპირებდა. როგორც ჩანს, ამან მოსკოვი დააფიქრა და საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღეს.

ყველამ იცის, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე საბოლოო ვერდიქტს თბილისში ვერც შევარდნაძე გამოიტანდა და ვერც სხვა. მოსკოვმა დაინახა, რომ შეკრებილი ხალხი დაშლას არ აპირებდა, სისხლისღვრა კი მის ინტერესში არ შედიოდა და წავიდა დათმობაზე. ამ დღეს ქართველმა ხალხმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, 14 აპრილის აქციაში არ ერია არც ერთი წვეთი ძალაუფლებისთვის ბრძოლისა…

ბევრმა არ იცის, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს სხვა რესპუბლიკებში, მათ შორის, ბალტიის ქვეყნებსა და სომხეთშიც მოჰყვა უკმაყოფილება, მაგრამ ქუჩაში გასვლა მხოლოდ ქართველებმა გავბედეთ. ყველას კარგად გვქონდა გაცნობიერებული ენის მნიშვნელობა ქვეყნის ცხოვრებაში: “რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს”… _ ასე გაიხსენა 1978 წლის მოვლენები “ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” თავმჯდომარემ, ყოფილმა დისიდენტმა, მაშინდელი მოვლენების ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ თამარ ჩხეიძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სიკეთის ბიჭი ნიგოითიდან

11:26; 24 თებერვალი, 2026
საზოგადოება

უცხოური ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია

17:40; 23 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:14; 23 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს

16:44; 23 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მთავრობის ახალი განკარგულება- რამდენი ლარია გამოყოფილი ოზურგეთსა და ლანჩხუთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ

16:22; 23 თებერვალი, 2026

ვერიკო და „პროფესორი“

"დარტყმა, როცა ქვეყანამ მშვიდობიანი მომავლის შანსი მიიღო"_მოსკოვი

ყველა სიახლე

სპორტი

„გურიას“ ტესტი: ერთ „მერანს“ მოუგო, მეორესთან წააგო, ყოფილ კაპიტანთან ფრედ ითამაშა, ფოთელი ახალგაზრდები არ დაინდო…

11:38; 24.02.2026
საზოგადოება

სიკეთის ბიჭი ნიგოითიდან

11:26; 24.02.2026
ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
მსოფლიო

მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

10:10; 24.02.2026
პოლიტიკა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში 25 თებერვალს საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ

10:07; 24.02.2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – რუსეთ-უკრაინის ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო ნგრევით არაფრით განსხვავდება მისგან

10:06; 24.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც იდეალური კავშირი აქვთ

10:02; 24.02.2026
ზაფრანი

ქალი, რომელზეც დაუყოვნებლივ უნდა იქორწინოს მამაკაცმა

10:00; 24.02.2026
ზაფრანი

ყველაზე მავნე მამაკაცები

9:59; 24.02.2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე:თანხის გადახდა, არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს დასაქმების ნებართვის მიღებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

19:37; 23.02.2026
პოლიტიკა

რა ცვლილებები შედის ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში

18:51; 23.02.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

18:34; 23.02.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა -სადამდე გამყარდება ლარი?

17:58; 23.02.2026
საზოგადოება

უცხოური ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია

17:40; 23.02.2026
სამართალი

ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირი დაჭრეს

17:29; 23.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო